9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა - 2024“ გაიმართება.
"წლევანდელი ონელობის თემატური ქარგა, გიგა ჯაფარიძე და მისი საუკუნოვანი იუბილეა.
ღონისძიების ჩატარების არეალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზვიად გამსახურდიას ქუჩას, დავით აღმაშენებლის მოედანს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარს მოიცავს.
15:30 საათი
თეატრალიზებული მსვლელობა (ზვიად გამსახურდიას ქუჩა, დემეტრე II მოედანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი)
16:00 საათი
"ონელობა 2024“ ოფიციალური ნაწილის გახსნა. ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის მისალმება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მასპინძლობით, ონის მუნიციპალიტეტის არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება
17:00 - 18:00 საათი
ონის მუნიციპალიტეტის მერის მასპინძლობით, ამბროლაურის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტების არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება
18:30 საათი
ონის მუნიციპალიტეტის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოება. ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტებზე დიპლომების გადაცემა.
19:00 საათი
დავით აღმაშენებლის მოედანზე ბრენდირებული ჰელიუმის ბუშტების გაშვება
19:00 საათი
გალა - კონცერტი
"ონელობა" როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-16 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი გალა კონცერტით დაიხურება,"-აცხადებენ ონის მერიაში.