რეკლამა

ჭიათურაში ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კვლევა მიმდინარეობს

ჭიათურაში ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კვლევა მიმდინარეობს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ტექნიკურ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს ჭიათურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და მის განვითარებას. 

ჭიათურის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოტენციალისა და განვითარების სამოქმედო გეგმის მომზადების მიზნით ტენდერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა. სატენდერო მოთხოვნები მოიცავს ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების, მათ შორის კაცხის სვეტის, საბაგირო გზების, წერეთლის სახელობის მაღაროს, კარსტული მღვიმეების (ძუძუანას, კოტიას, თაროს კლდის, მანდაეთისა და ჯრუჭის) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების შესწავლასა და სათანადო რეკომენდაციების მომზადებას.

ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: 
1. ადგილმდებარეობის ანალიზი
2. ბაზრის კვლევა
3.ტექნიკური მიზანშეწონილობის კონსულტაციები
4.კონცეფციის განვითარება
5. 10 წლის საოპერაციო პროგნოზი და ამონაგების ანალიზი.

"პროექტის განხორციელება მიზნად ისახავს ჭიათურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და მის სამომავლო განვითარებას. შეხვედრის მონაწილეებმა გეოგრაფიის დოქტორის გიორგი დვალაშვილის, არქეოლოგ ნიკა თუშაბრამიშვილისა და სპელეოლოგ იური დავლიანიძის მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ პროექტის მიმდინარეობის პროცესში. შეხვედრა ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის ორგანიზებით ჩატარდა,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები