TOPNEWS » მთავარი თემა » 21 სექტემბერს ვანში "ვანელობას" აღნიშნავენ

21 სექტემბერს ვანში "ვანელობას" აღნიშნავენ

21 სექტემბერს ვანში "ვანელობას" აღნიშნავენ

21 სექტემბერს ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ვანელობა", რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე  დატვირთული იქნება  მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობებით:    

 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე მოეწყობა საბავშვო სივრცეები (გასართობი ატრაქციონები);

11:00 სთ-ზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება აქტივობა;
 
14:00 -16:00 სთ..  გივი ყიფიანის სახელობის სკვერში ადმინისტრაციული ერთეულები წარმოადგენენ გასტრონომიულ კუთხეებს;  

 16:00 -17:00 სთ.-  ვანის კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იქნება ვანის სახალხო  თეატრის  სპექტაკლი ,,ვალი“; 

 17:00 სთ-დან  ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ ადგილობრივი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ვანის ტურისტული ლოკაციების ფოტო- გამოფენა;

 17:00 -18:00  სთ. ვანის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება საკონცერტო სცენაზე  ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ;  

 18:00-19:00 სთ: ჯგუფ ,,არგოს“ კონცერტი;                           

19:00-20:00 სთ.   კონცერტი ,,ღამის შოუს ბენდი’’-ს  მონაწილეობით;  

სადღესასწაულო გრანდიოზული ფოიერვერკი; 

ღონისძიებას დაასრულებს  ელექტრონული მუსიკის კონცერტი და დიჯეი "ZAPA". 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu