TOPNEWS » მთავარი თემა » საშობაო ბაზრობა, კონცერტი და ნაძვის ხის ანთება-საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში

საშობაო ბაზრობა, კონცერტი და ნაძვის ხის ანთება-საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში

საშობაო ბაზრობა, კონცერტი და ნაძვის ხის ანთება-საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

თანაქალაქელებს დამდეგი ახალი წელი ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.

ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ: ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების პედაგოგები და მოსწავლეები, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი ( ხელმძღვანელი ნათია გოგუაძე), იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი ( დირიჟორი ირინე ლომინაძე), დიჯეი სეტი.

საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu