რეკლამა

ჭიათურის სოფელ ხრეითის მკვიდრი 513 ლარით დააჯარიმეს-რა მოხდა ადგილზე?

ჭიათურის სოფელ ხრეითის მკვიდრი 513 ლარით დააჯარიმეს-რა მოხდა ადგილზე?

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. 

სააგენტოს ცნობით, კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული  ფოტოხაფანგი დააზიანა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ფოტოხაფანგმა მის მიერ ბზის უკანონო მოპოვების  ფაქტი დააფიქსირა. 

"საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ჭიათურის პოლიციის  სამმართველოს გადაეცა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კანონდამრღვევი დაკავებულია; მას  სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ ვიდეოხაფანგის ღირებულების - 513,33 ლარის გადახდა დაეკისრა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამახედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, პატრულირებას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.  ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ნებისმიერ ფაქტზე ტარდება კანონმდებლობისთ გათვალისწინებული მკაცრი  სანქციები,"-აცხადებენ სააგენტოში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები