რეკლამა

თერჯოლაში ყოფილი მერის, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

თერჯოლაში ყოფილი მერის, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამფითეატრი და სკვერი მოეწყო, რომელსაც  ტრაგიკულად დაღუპული თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის სახელი მიენიჭა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ამფითეატრის სცენა, დეკორატიული პერგოლა, დასასვენებელი სკვერი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანება, ღამის სანათები, ფანჩატური და ძელსკამები.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებს.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება 1  202 000  ლარია.

"გარდა ამისა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში თერჯოლაში ხორციელდება  სოფელ ძევრში, მდ. ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობა,
უკვე დასრულდა საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაბიონებისა და მდ.ძერულაზე გადასახედების კეთილმოწყობა, მიმდინარეობს  საპიკნიკე ფანჩატურების, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები