პრემიერის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები იმერეთის რეგიონში მიმდინარე წელსაც გაიმართება.
პროექტი 23 დეკემბერს ქუთაისიდან იწყება. ღონისძიებების პარალელურად ქალაქში მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიებაც გაიმართება.
ღონისძიებები საშობაო ბაზრობას, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას, საბავშვო-გასართობი სივრცეების მოწყობას მოიცავს. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ფერადი ინსტალაციები. პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულს და საჩუქრებს გადასცემს.
გაიმართება, როგორც ადგილობრივების, ისე მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.