TOPNEWS » მთავარი თემა » 26 ივნისს, ამბროლაურში, ტურისტული სეზონი გაიხსნება
26 ივნისს, ამბროლაურში, ტურისტული სეზონი გაიხსნება
26 ივნისს, 17:30 საათიდან, ქალაქ ამბროლაურში, ტურისტული ცენტრის მიმდებარედ არსებულ სკვერში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ტურისტული საინფორმაციო ცენტრის სტენდი, ეკრანის საშუალებით კი მოხდება არსებული ტურისტული ბილიკების გაშუქება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ტურისტული ლოკაციები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე — ტრადიციული ქართული ხელოვნებისა და ხელსაქმის ნიმუშები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.





