რეკლამა

"ყოველთვის გახსოვდეთ რესტორნებში და კაფეებში რომ დაჯდებით, კედლის მეორე მხარეს 50 წლის ასაკში დაბერებული ქალები გადარჩენისთვის იბრძვიან! დამჭკნარი და გადატყავებული ხელებით რეცხავენ თქვენთვის თეფშებს"

"ყოველთვის გახსოვდეთ რესტორნებში და კაფეებში რომ დაჯდებით, კედლის მეორე მხარეს 50 წლის ასაკში დაბერებული ქალები გადარჩენისთვის იბრძვიან! დამჭკნარი და გადატყავებული ხელებით რეცხავენ თქვენთვის თეფშებს"

 მოძრაობა "არა მონობას" ერთ-ერთი დასაქმებულის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“50 წლის ასაკში ასე გამოიყურება ჩემი ხელები,იმისთვის რომ დღეში 15 საათიანი მონური მუშაობის შედეგ 45 ლარი გამოვიმუშავო, რომელიც მაღაზიაში ერთი შესვლისთვის არაა საკმარისი!!

ერთ -ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავი ვარ დილის 8-დან ბოლო სტუმრამდე! წლებია უკვე ასე ვმუშაობ. არაერთ რესტორანში ვყოფილვარ და ყველგან ერთი ჭაობია! არასდროს არ გვაქვს შვებულება! ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება! ბიულეტინი ! 

იტყვით კანონი შეიცვალაო?? კი, მხოლოდ ფურცელზე! რეალობა არავის ადარებს! უფროსები მოდიან და გვითანხმდებიან, რომ თუ ვინმე გვკითხავს ბიულეტინიც გვაქვს, შვებულებაც და ზეგანაკვეთურსაც გვიხდიან და კვირაში 40 საათზე მეტს არ გვამუშავებენ! თუ ამას არ ვიტყვით, კარი ღიაა! კი, კარი ღიაა, წასასველელი კი არსად არ არის! ყველგან იგივე ხდება! გვაჩუმებენ და ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევენ. მაზოლზე წიხლს გვაჭერენ, იციან, რომ არ გვაქვს წასასვლელი, იციან, რომ თუ არ შევეგუებით, შიმშილით ამოვწყდებით! ხოდა გასდით ბოლომდე! 

ყოველთვის გახსოვდეთ რესტორნებში და კაფეებში რომ დაჯდებით, კედლის მეორე მხარეს 50 წლის ასაკში დაბერებული ქალები გადარჩენისთვის იბრძვიან! დამჭკნარი და გადატყავებული ხელებით რეცხავენ თქვენთვის თეფშებს და ოცნებობენ იმ დღეზე, როცა მათი შრომა დაფასდება!"


ტეგები:

Facebook - კომენტარები