"გთხოვთ დამიდასტუროთ პოსტი! არ ვიცი, რამდენად თემატურია, თუმცა ამ ჯგუფში ეწერა რეკომენდაცია რესტორანი Weihenstephan Kutaisi • Beer Museum-ის შესახებ. ამ წუთას შევესწარი სიტუაციას ამ რესტორანში როგორ ცემა, ხელით შეეხო და სიტყვიერად დაამცირა რესტორნის უფროსმა/მეპატრონემ ყველა სტუმრის დასანახად მიმტანი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და უბრალოდ სასწრაფოდ დავტოვე რესტორანი და ახლა ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ეს ამბავი ყველამ უნდა იცოდეს! ჩვენი თანაქალაქელების უმრავლესობა ამ რესტორნის ყოველდღიური სტუმარია,"-აღნიშნული შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში-"სიახლე ქუთაისში" გამოქვეყნდა.
"1-ლი იანვრის ღამე იყო, თუ სწორად მახსოვს, ღამის საათები იყო. ჩვენ 4 ადამიანი ვიყავით, ვვახშმობდით რესტორნის მეორე სართულზე და ჩვენს ქვემოთ ასევე ვახშმობდა რამდენიმე მამაკაცი. ცოტახანში გავიგონეთ ხმაური. ამ მაგიდასთან იდგა მიმტანის ფორმით ბიჭი (მერე გავიგეთ, რომ იყო მიმტანების მენეჯერი). სახეში რამდენიმეჯერ სილა გააწნა ჯერ ერთმა მაგიდაზე მსხდომმა ადამიანმა, მერე-მეორემ (პარალელურად გინება და შეურაცხყოფა). ამ მიმტანმა შეწინააღმდეგება მხოლოდ სიტყვიერად სცადა და ამტკიცებდა, რომ უსამართლოდ ეხებოდნენ. მალევე გადაინაცვლეს სხვა დახურულ ოთახში და იქედან ისმოდა უკვე ყვირილი,"-ყვება წყარო.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ობიექტს განმარტება არ გაუკეთებია. ფაქტს სოციალურ ქსელში მოყვა გამოხმაურება. ადამიანების გარკვეული ნაწილი აცხადებდა, რომ რესტორნის მეპატრონეები ქველმოქმედებით გამორჩეული ადამიანები არიან და მათან მსგავსი ქცევა წარმოუდგენელი იყო.