რეკლამა

ბადრი ჯაფარიძე: ქუთაისში საჯარო მოხელეებს შევხვდით, რომელთა განწყობაც ოპტიმისტურია

ბადრი ჯაფარიძე: ქუთაისში საჯარო მოხელეებს შევხვდით, რომელთა განწყობაც ოპტიმისტურია

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები ქუთაისში შეხვედრებს მართავენ.

"ქუთაისში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდით, მათ შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც, რომელთა განწყობაც ოპტიმისტურია, მადლობა მათ გამბედაობისთვის და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამაზე, 1000 ლარიან პენსიაზე, 200,000 სამუშაო ადგილის შექმნაზე, მეგაპროექტების მშენებლობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციაზე და იმ გეგმებზე რაც ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება,"-ამბობს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები