"ქართული ოცნების" დელეგატი ზვიად შალამბერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
"ბოლო დღეებში არაერთი შეხვედრა გვქონდა სოფლების მოსახლეობასთან. თითოეული საუბარი, თითოეული აზრი და კითხვა გვეხმარება უკეთ გავიაზროთ, რა არის შესაცვლელი და სად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სულ უფრო მეტად ვიაზრებ, რომ ბიუჯეტის გადანაწილება სისტემური მიდგომით უნდა მოხდეს, რათა ყოველი გამოყოფილი რესურსი მაქსიმალური ეფექტურობით იყოს გამოყენებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით და გვჯერა, რომ შევძლებთ ამ პროცესის გაუმჯობესებას.
ჩემი მთავარი მიზანია ბიუჯეტის სამართლიანი გადანაწილება, რათა ფული სწორედ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე დაიხარჯოს. გადაწყვეტილებები თანმიმდევრული უნდა იყოს და ერთი მთავარი მიზნისკენ იყოს მიმართული – ჩვენი ქვეყნის თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მჯერა, რომ ეს გზა მხოლოდ თქვენთან ერთად არის შესაძლებელი. მზად ვარ ვიმუშაო დაუღალავად, ვიყო ხალხთან ერთად, მოვუსმინო თითოეულს და მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც სამართლიანი და ყველასთვის სასარგებლო იქნება. წინ უნდა ვიაროთ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს რეალური ცვლილებები მის ცხოვრებაში,"-ამბობს ზვიად შალამბერიძე.
ცნობისთვის, დელეგატის საკურატორო ტერიტორიებს თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები წარმოადგენს.