ორგანიზაციებს შორის მიმდინარე საფეხბურთო ტურნირზე გუშინ ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
"იუჯი ლიუბლიკანტსისა"და "მაკნატუნას" მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში გამარჯვება "მაკნატუნას" დარჩა.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში
ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გუნდი ორბურთიანი სხვაობით - 0:2 მარცხდებოდა "მერიასთან", მაგრამ საბოლოოდ ანგარიშით: 4:2 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
დღეს ფინალში ერთმანეთს ა.(ა).ი.პ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება და ,,მაკნატუნა" შეხვდებიან.
საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორები ა.(ა).ი.პ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება და ქუთაისის ფეხბურთის ფედერაცია არიან.
ტურნირი ტრადიციულად საქველმოქმედოა.