ხონში უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტებს მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩოგოვაძე, განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ყურაშვილი და ადგილობრივი საჯარო მოხელეები შეხვდნენ, სტუდენტობა, მოპოვებული გრანტი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, წარმატებულ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100% -იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს, ფულადი ჯილდო გადაეცათ.
"მადლობა თქვენს სკოლებს, პედაგოგებს, მშობლებს, რომელთა დამსახურებითაც გვაქვს ეს შედეგები. ცხოვრების ახალ ეტაპზე ეცადეთ მაქსიმალურად დაიხარჯოთ და ნაყოფიერად გამოიყენოთ საუნივერსიტეტო წლები. განათლებაზე დიდი ინვესტიცია არ არსებობს. გისურვებთ, რომ თქვენი ცოდნით პირველ რიგში მშობლიურ ქალაქში რეალიზდეთ და ქვეყნის წარმატებაში შეგეტანოთ ღირსეული წვლილი,"-განაცხადა მერმა.
2023 წელს ხონის მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ გამოცდებში 160 აბიტურიენტი მონაწილეობდა. აქედან, 153 სტუდენტი გახდა.
100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღეს მარიამ სანოძემ და ლიზი ქურასპედიანმა ( ქ. ხონის მესამე საჯარო სკოლა).
70 % -იანი გრანტი მოიპოვეს ნინო კოპალიანმა ( ქ. ხონის მეოთხე საჯარო სკოლა), ქრისტინე კუხალაშვილი (ქ. ხონის მეორე საჯარო სკოლა),მარიამ ცაგურიამ ( სოფელ ქუტირის საჯარო სკოლა),ანა ბახტაძემ , ნატა ჯანელიძემ და ნინო ფიფიამ ( ქ. ხონის პირველი საჯარო სკოლა).
50%-იანი გრანტი მიიღეს ლუკა ჩაკვეტაძემ, ჯიბილო ბენდელიანმა ( სოფე ივანდიდის საჯარო სკოლა), ანა ანდრიაძემ, ანა ხურცილავამ,ლევან ჩარგეიშვილმა, თამარ წვერავამ და თამაზ რატიანმა ( ქ. ხონის პირველი საჯარო სკოლა), დავით აკობიძემ, ირაკლი კუხალაშვილმა, მრიამ ქურასპედიანმა, მალიმა ჩიხლაძემ და ერეკლე ჯიშკარიანმა ( ქ. ხონის მესამე საჯარო სკოლა), გურამი თუთისანმა და თაკო ფირცხალავამ ( სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლა), დეა კუჭავამ, ნინი ჩხენკელმა, ლუკა გორდელაძემ,ნინი ჩარგეიშვილიმა და მარიამ მოგელაძემ ( ქ. ხონის მეორე საჯარო სკოლა), ანასტასია მანაგაძემ და გრიგოლ ჩიხლაძემ ( ქ. ხონის მეოთხე საჯარო სკოლა),ლიზი ფურცხვანიძემ და ვერიკო ბუიძე ( ქ. ხონის ტექნიკური შემოქმეების გიმნაზია).