რეკლამა

რაჭაში მრავალშვილიან ოჯახს სახლი აუშენეს

რაჭაში მრავალშვილიან ოჯახს სახლი აუშენეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება.

გამყრელიძეების მრავალშვილიანი ოჯახი, ამ დრომდე სოფელ წესში მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფება.

“აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტის ისტორიაში წელს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი 2 ოჯახისთვის სახლების მშენებლობა. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და იმოქმედებს მანამ, სანამ ყველა მსგავსი საჭიროების მქონე ოჯახი არ დაკმაყოფილდება.

პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახლის გადახურვის სამუშაოები და მისი ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს,”-ნათქვამია რაჭის გუბერნიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები