TOPNEWS » მთავარი თემა » DMO იმერეთი ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე იმყოფება

DMO იმერეთი ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე იმყოფება

DMO იმერეთი ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე იმყოფება

ბერლინი მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ პლატფორმას — ITB Berlin 2026-ს მასპინძლობს. ეს არის სივრცე, სადაც 180-ზე მეტი ქვეყანა და 10,000-მდე ექსპონენტი მომავლის ტურიზმის მთავარ ტენდენციებს აყალიბებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდით, სახელმწიფო და კერძო სექტორთან ერთად, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აქტიურად აცნობს მსოფლიოს DMO იმერეთი.

“აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონის მონაწილეობა მსგავსი მასშტაბის ფორუმზე ხაზს უსვამს რეგიონული ტურიზმის განვითარების მაღალ სტანდარტს და მიზნად ისახავს ქუთაისისა და ზოგადად იმერეთის მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას ევროპულ ბაზარზე.

ITB Berlin არის პლატფორმა, სადაც იქმნება ახალი პარტნიორობები და მყარდება მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის შემდგომი ზრდისთვის,”-აცხადებენ ორგანიზაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu