საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მასშტაბურად აღსანიშნავად ემზადებიან ქუთაისში.
ცენტრალურ მოედანზე აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პავილიონის მოწყობა, სადაც შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, განთავსდება ღია კინო-თეატრი და მოეწყობა კვების სივრცე.
პროგრამა მოიცავს საბავშვო სივრცეს,
სპორტულ შეჯიბრებებს, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტს.
ღონისძიების მთავარი ნაწილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა. საზეიმო განწყობა დღის ბოლოს ჯგუფ "ურსა"-ს, ასევე, "კახაბერი და ხანუმების" კონცერტით დასრულდება.
ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით შედგება.