რეკლამა

ქუთაისში საჯარო ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს

ქუთაისში საჯარო ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს

ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენა „ქალაქები მოძრაობენ“ . პროექტი წარმოადგინა ნათია ჩიკვაიძისა და ადამ კოანის შემოქმედებითმა დასმა.

ექსპერიმენტული ტიპის, თანამედროვე ქორეოგრაფიული პროექტი საგანგებოდ შეიქმნა ქუთაისის საზოგადოებრივი სივრცისთვის და ეხება ქალაქის ურბანული მრავალფეროვანი შრეებისა და შინაარსების თემას. ქორეოგრაფიული ნამუშევარი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორია მისი რაიონული განლაგება და თუ დარჩა მასში რაიმე ადგილი ჩვენთვის ბეტონსა და მეტალს მიღმა, სად ხდება ქალაქისა და ინდივიდუალური ადამიანების ურთიერთგადაკვეთა, რა ცვლილებები განიცადა ურბანულმა ქსოვილმა წლების განმავლობაში.

წარმოდგენა „ქალაქები მოძრაობენ“ შემოქმედებითი გუნდის, ურბანულ კონტექსტთან ინტენსიური მუშაობისა და კვლევის შედეგად შეიქმნა. თანამედროვე ცეკვის წარმოდგენა გაიმართა სამ ლოკაციაზე: მწვანე ბაზარში; სიყვარულის პარკში; მდინარე რიონის ნაპირზე. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ნათია ჩიკვაიძისა და ადამ კოჰანის შემოქმედებითი გუნდის მოცეკვავეები: ადამ კოჰანი, თანია, ოლჰა ვიდიშევა, ანასტასია რუდი, მიშა ზაქაიძე, თიმ აუდინი, ჯონათან რასელი, საბრინა ბელენზიერი, ივან ბერაზუსკი, ნათია ჩიკვაიძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები