TOPNEWS » მთავარი თემა » ტურნირი "ქუთაისის თასი" დასრულდა
ტურნირი "ქუთაისის თასი" დასრულდა
ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე ტურნირი "ქუთაისის თასი" დასრულდა.
ტურნირის გამარჯვებულები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს წევრმა კობა ფხაკაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
შეჯიბრი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 12, 14 და 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში მონაწილეობდნენ.
ტურნირი ა(ა)იპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ იყო ორგანიზებული.





