ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე ტურნირი "ქუთაისის თასი" დასრულდა.
ტურნირის გამარჯვებულები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს წევრმა კობა ფხაკაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
შეჯიბრი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 12, 14 და 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში მონაწილეობდნენ.
ტურნირი ა(ა)იპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ იყო ორგანიზებული.