რეკლამა

ჩაცმულობის მიზეზით, სამსახურიდან გათავისუფლებულმა დასაქმებულმა დამსაქმებელს დავა მოუგო

ჩაცმულობის მიზეზით, სამსახურიდან გათავისუფლებულმა დასაქმებულმა დამსაქმებელს დავა მოუგო

შპს „ავთანდილ ცქვიტინიძეში“ კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებული ა.კ. მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, საქმე სულ სხვაგვარად იყო. სასამართლო პროცესზე, დამსაქმებელმა თავად განმარტა, რომ მისი ჩაცმულობთ იყვნენ უკმყოფილოები და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს ა.კ-ს სამუშაოზე დაბრუნება.

მოვლენები ასე განვითარდა… დასაქმებულმა სამსახურში შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ „მისთვის აღნიშნული ქცევა იყო მიუღებელი“ და ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.

დამსაქმებლის სიტყვებმა, რომ „აღნიშნული ქცევა მიუღებელი“ იყო, მითუმეტეს, რომ ვერ ხვდებოდა, რა ქცევაზე იყო საუბარი, ა.კ გააოგნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა. მან დახმარების თხოვნით პროფკავშირებს მიმართა. ა.კ ხვდებოდა, რომ მისი შრომითი უფლებები არამხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო.

გარდა იმისა, რომ დასაქმებულისთვის ეს სამსახური შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, ა.კყვება, რომ დამსაქმებელს მასთან არც წერილობთ ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს.

პროფკავშირების გაერთიანების იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, დასაქმებულმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ ა.კ-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო.  მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

სამწუხაროდ, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევა ძალიან ხშირია განსაკუთრებით მაშინ, როცა შეთანხმება ზეპირსიტყვიერია. დასაქმებულს არ აქვს დეტალური ინფორმაცია თუნდაც იმ შესასრულებელი სამუშაოს (დაკისრებული ვალდებულებების სრული ჩამონათვალის) შესახებ, რომლის გამოც იგი დამსაქმებლისგან იღებს შესაბამის ანაზღაურებას, რაც თავისთავად ზრდის დასაქმებულის დატვირთვისა და მისი შრომითი უფლებების დარღვევის ხარისხს. ამ შემთხვევაში კი როგორც აღმოჩნდა, საქმე ჩაცმულობის ნიშნით დისკრიმინაციასაც ჰქონდა. ეს გარემოება კიდევ უფრო აღმაშფოთებელია იმიტომაც, რომ დამსაქმებელი თავად წარმოადგენს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს საქართველოში.

დასაქმებულების ინტერესებს სასამართლოში გაერთიანების იურისტები: სერგო მახარაძე, ლევან ხვინგია და ასლან ხმალაძე იცავდნენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები