TOPNEWS » მთავარი თემა » ხონის სოფელ მათხოჯში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ხონის სოფელ მათხოჯში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ხონის სოფელ მათხოჯში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, პირველ მოადგილე გერასიმე მჟავანაძესა და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელ კახა ენუქიძესთან ერთად, სოფელ მათხოჯში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო. 

როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, პრობლემები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შემოდგომა-ზაფხულის სეზონზე სირთულეებს ქმნიდა, სრულად გადაიჭრება. 

პროექტს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი სერვის-ცენტრის თანამშრომლები და სხვა სპეციალისტები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu