ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, პირველ მოადგილე გერასიმე მჟავანაძესა და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელ კახა ენუქიძესთან ერთად, სოფელ მათხოჯში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო.
როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, პრობლემები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შემოდგომა-ზაფხულის სეზონზე სირთულეებს ქმნიდა, სრულად გადაიჭრება.
პროექტს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
სამუშაოებს ასევე გაეცნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი სერვის-ცენტრის თანამშრომლები და სხვა სპეციალისტები.