TOPNEWS » მთავარი თემა » ლევან ხაბეიშვილი ქუთაისში მსვლელობას შეუერთდება

ლევან ხაბეიშვილი ქუთაისში მსვლელობას შეუერთდება

ლევან ხაბეიშვილი ქუთაისში მსვლელობას შეუერთდება


24 აპრილს 17:00 საათზე, ქუთაისში მონ-პლაზირის თაღთან,  საერთო საზოგადოებრივი განხილვა - კი ევროპას, არა რუსულ კანონს! გაიმართება. განხილვას საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრებო ორგანიზაციები, ასევე, "გამარჯვების კოალიციის" ფარგლებში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე დაესწრებიან.

ხოლო 19:00 საათზე, ქუთაისის მესხიშვილის თეატრიდან მსვლელობა - კი ევროპას, არა რუსულ კანონს! იგეგმება. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრებო ორგანიზაციები. ასევე, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში მსვლელობას შეუერთდებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu