ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა.
გასულ წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსში - ,,სამუსიკო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების შეძენა" - გამარჯვების შედეგად, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის ახალი როიალი Ritmuler და ელექტრო პიანინო Pearl River შეიძინა.
️ქალაქის მერი შეხვდა სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს, მიულოცა მათ ეს მნიშვნელოვანი შენაძენი და წარმატებული ახალგაზრდა პიანისტის გიორგი არაბიძის მიერ შესრულებულ რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს მოუსმინა.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებული სასწავლებელი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა.