ცაგერში მევენახეებს ცოლიკოურისა და ოჯალეშის ჯიშის ყურძენში 5 ლარს გადაუხდიან
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ცაგერში დღეის მდგომარეობით, კერძო კომპანიებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად უკვე დაწყებული აქვთ მევენახეებისგან ყურძნის მიღების პროცესი. ხუთშაბათიდან კი ყურძნის მიღებაში სახელმწიფო ჩაერთვება და თავდაპირველად 8 ლოკაციაზე იმუშავებს, მოსავლის სრულად დაბინავებამდე. ცოლიკოურისა და ოჯალეშის ჯიშის ყურძნის შესასყიდი ფასი მოსავლის მართვის კომპანიის მხრიდან კილოგრამზე 5 ლარით განისაზღვრა.
მიმდინარე წელს ცაგერის მუნიციპალიტეტში რთველის საპროგნოზო მოსავალი 1 500 ტონა ცოლიკოური, 145 ტონა ოჯალეში და 125 ტონა უსახელოურია.
რთველის შეუფერხებლად წარმართვისა და მოსავლის დროულად დაბინავების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაცია უზრუნველყოფილი იქნება. მერის წარმომადგენლებს დაევალათ, ადგილობრივ მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია ყურძნის ჩაბარების პროცესისა და შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების შესახებ, რათა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება წინასწარ დაგეგმონ.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯომარის მოადგილეები-რეზო ხეცურიანი და ონისე ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.





