TOPNEWS » მთავარი თემა » რა ღირს 1 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოსა და მის სამეზობლოში

რა ღირს 1 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოსა და მის სამეზობლოში

რა ღირს 1 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოსა და მის სამეზობლოში

საქართველოში 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ღირებულება საშუალოდ 28.50 ლარია. ამას Numbeo-ს განახლებული სტატისტიკა მოწმობს. პროდუქტის ღირებულება აქ 15 ლარიდან იწყება და 38 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში 1 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოზე ძვირი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში - იაფი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სამეზობლოდან 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ღირებულება ყველაზე მაღალი თურქეთშია.

საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო და ასევე, მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება ასე გამოიყურება:

  • საქართველო - 28.50 ლარი, 15 ლარიდან 38 ლარამდე;
  • სომხეთი - 34.85 ლარი, 24.40 ლარიდან - 50 ლარამდე;
  • აზერბაიჯანი - 27.90 ლარი, 19.80 ლარიდან - 33.50 ლარამდე;
  • თურქეთი - 52.45 ლარი, 36.80 ლარიდან - 72 ლარამდე;
  • რუსეთი - 30.60 ლარი, 18 ლარიდან - 47 ლარამდე.
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu