ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისში მოსახლეობას შეხვდებიან

ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისში მოსახლეობას შეხვდებიან

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები იწყებენ კამპანიას “პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის”, რაც მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები მოქალაქეებთან ერთად განიხილავენ მიმდინარე საკანონმდებლო გამოწვევებს, როგორიცაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები საქართველოს მოსახლეობაზე. ასევე შეგეძლებათ დასვათ კითხვები თქვენთვის საჭირბოროტო სხვა საკითხებზე.

"ქუთაისში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 17 ივნისს, 17:00 საათზე ბარ-რესტორანში “ლილესთან” (თამარ მეფის 11).

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ და გაესაუბროთ ქალი პარლამენტარების მრავალპარტიულ ჯგუფს, რომელშიც შემდეგი პოლიტიკოსები შედიან: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა და  სალომე სამადაშვილი,"-აცხადებენ ორგანიზატორები. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები