TOPNEWS » მთავარი თემა » რაჭველი სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონები არიან

რაჭველი სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონები არიან

რაჭველი სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონები არიან

რაჭველი სპორტსმენები-გიორგი გოგრიჭიანი, საბა კობახიძე და თორნიკე სამხარაძე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონები არიან. 

გიორგი გოგრიჭიანმა 79 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში ოთარ ადეიშვილი ანგარიშით 11:7 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, საბა კობახიძემ 74 კგ წონით კატეგორიაში  გიორგი რიგვავას ანგარიშით 6:1 სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, თორნიკე სამხარაძემ 86კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში თამაზ ნიკოლეიშვილი ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

აღნიშნულ ტურნირზე ვერცხლის მედალით დაჯილდოვდა ლუკა გუგეშაშვილი ასევე, წარმატებულად იასპარეზეს და ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ ლუკა მარგველიძე და ნიკა სანთელაძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu