მერობის კანდიდატები იმერეთში-ვისზე დებს ფსონს “ქართული ოცნება”?
“ქართული ოცნება” მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
იმერეთის რეგიონში მმართველმა გუნდმა არჩევანი კვლავ მოქმედ მერებსა და მერის მოვალეობის შემსრულებლებზე შეაჩერა.
ქუთაისში მერობისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იბრძოლებს.
ვანში მოქმედი მერი ალექსანდრე გოგორიშვილი
სამტრედიაში მოქმედი მერი დავით ბახტაძე
ხონში მოქმედი მერი ლადო ჯურხაძე
წყალტუბოში მოქმედი მერი გენად ბალანჩივაძე
ხარაგაულში მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი
საჩხერეში მოქმედი მერი ლევან ივანაშვილი
ჭიათურაში მოქმედი მერი გივი მოდებაძე
ზესტაფონში მერობისთვის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ღამბაშიძე იბრძოლებს
მერობის კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს ტყიბულსა და ბაღდათში.
რაც შეეხება თერჯოლას, აქ მერობისთვის მოქმედი მერი მანუჩარ რობაქიძე იბრძოლებს.





