“მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ვინც დღეს საარჩევნო ყუთთან სწორი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას”

“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი გამოცხადებული ნდობისათვის ამომრჩეველს მადლობას უხდის. კანდიდატი, რომელმაც წინასწარი მონაცემებით
37 779 ხმა მიიღო, ამბობს, რომ ახლა გაცემული დაპირებების შესრულების დროა. დავით ერემეიშვილი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მათი მიერ დასახელებულ ყველა პრობლემურ საკითხზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.
“არჩევანი გაკეთებულია - ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვიჭირა მხარი და ჩვენ კვლავ გავიმარჯვეთ!
"ქართულმა ოცნებამ " უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა! ეს გამარჯვება არა მხოლოდ ხალხის ნდობა და პატივია, უპირველესად უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჩვენ გავამართლებთ ამ ნდობას!
მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ვინც დღეს საარჩევნო ყუთთან სწორი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, მხარი დაუჭირა ქუთაისის უკეთეს ხვალინდელ დღეს და წინსვლას!
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს გვერდით იდგა საარჩევნო მარათონში - ერთგულად, შეუსვენებლად, გულწრფელად!
მადლობა "ქართული ოცნების" მმართველ გუნდს - სწორად, სამართლიანად და თანასწორ გარემოში ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის!
ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის წინსვლა გრძელდება,”-ამბობს დავით ერემეიშვილი.