TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ახალ საკრებულოში სამი ოპოზიციური პარტია შევა
ქუთაისის ახალ საკრებულოში სამი ოპოზიციური პარტია შევა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა დავით ერემეიშვილმა 37 779 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობის 68 პროცენტამდე არის. 8% აიღო პარტია “გახარია საქართველოსთვის” კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა და 6% პარტია “საქართველო”-ს კანდიდატმა გიორგი ამაღლობელმა აიღო.
ათივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს.
რაც შეეხება საკრებულოს ახალ შემადგენლობას, არსებული წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” გარდა, “ლელო”, “გირჩი” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” შევლენ.