TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიამ წარმატებულ პედაგოგებს ფულადი ჯილდო გადასცა
ქუთაისის მერიამ წარმატებულ პედაგოგებს ფულადი ჯილდო გადასცა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „ამაგდარის“ სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ქალაქის საჯარო სკოლების მასწავლებლებს:
მაია ომიაძეს (N5 საჯარო სკოლა), ლელა გრძელიშვილს (N36 საჯარო სკოლა), ნათელა მერკვილიშვილი- შენგელიას (N20 საჯარო სკოლა), დარეჯან ნაჭყებიას (N30 საჯარო სკოლა), ნინო ჟვანიას (N21 საჯარო სკოლა) და გენადი მარგველაშვილს (N41 საჯარო სკოლა).
პედაგოგები ქუთაისის მერის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

















