რეკლამა

"თურმე არ მაქვს უფლება სახლს ნორმალური ჭიშკარი და ღობე გავუკეთო,"-ბაგრატის ტაძრის ეზოში მცხოვრები 2 ოჯახი დახმარებას ითხოვს

"თურმე არ მაქვს უფლება სახლს ნორმალური ჭიშკარი და ღობე გავუკეთო,"-ბაგრატის ტაძრის ეზოში მცხოვრები 2 ოჯახი დახმარებას ითხოვს


ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მცხოვრები 2 ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, უკვე 50 წელია, რაც ან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ან კიდევ საცხოვრებელი პირობების შექმნას ითხოვენ.

"ალბათ ქუთაისელების 99% -ს არ გეცოდინებათ, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ვცხოვრობთ 2 ოჯახი. მინიმუმ 50 წელია ვითხოვთ ან საცხოვრებლით დაგვაკმაყოფილონ ან შეგვიქმნან საცხოვრებელი პირობები: გზა, კანალიზაცია და ნადენი წყალის შეკავება. ფერდობიდან, რომელიც თავზე ადგას სახლებს, ყოველი წვიმის დროს შემოდის წყალი, კედლები ჩვეულებრივად ლპება. 

მერიაში არაერთხელ დავწერეთ განცხადება, მაგრამ თურმე ქალაქს არ ვეკუთვნით, ძეგლთა დაცვას უნდა მიმართოთო. ძეგლთა დაცვამ ჯერ თქვენთვის არ გვცალია და თან  არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩავატაროთო, ეს გვითხრეს 20 წლის წინ. 20 წელია არავის არაფერი გაუკეთებია. სახლმა დანგრევა და დაშლა რომ დაიწყო და საცხოვრებლად უვარგისი და საშიში ხდებოდა, იძულებული გავხდი ჩემი ძალებით დამეწყო წყლის შეკავება, მაგრამ ჰოი საოცრებავ თურმე არ მაქვს უფლება ეს ყველაფერი გავაკეთო. თურმე არ მაქვს უფლება სახლს ნორმალური ჭიშკარი და ღობე გავუკეთო. 

როცა ბაგრატის ტაძრის ყველა დამთვალიერებელი ჩემ  ეზოში შემოდის ხედის გამო. ეზო სავსეა წამლის შპრიცებით. ჩვეულებრივად შემოდიან ძროხები. ხშირად ყოფილა შემთხვევა საქეიფოდან შემოსულან ჩემს ეზოში. 

ამ ადგილზე ცხოვრება უკვე შეუძლებელია. თავს ვერც დაცულად ვერ ვგრძნობთ და ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ამ ყველაფერ სიკეთეს ისიც ემატება, რომ ალბათ 10 წელია ბაგრატის ტაძრის ეზო არ გაწმენდილა ბალახებისგან და ხეებისგან. არ გამოვრიცხავ ცოტა ხანში ეს ნანგრევები სულ დაიშალოს და თავზე დაგვეყაროს. 

ჯერ მარტო ეს ეზო არის მთელი ქალაქის და ძეგლთა დაცვის სირცხვილი. რომელ ძეგლს იცავთ?,"-წერენ ოჯახები. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები