რეკლამა

სოფელ შუქრუთში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

სოფელ შუქრუთში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

ჭიათურის სოფელ შუქრუთში მიმდინარე გაფიცვის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო.

ისინი დამსაქმებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზსა" და მათ შორის არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ. 

გაფიცულები, რომელთაც მაღაროს შესასვლელი ჩაკეტილი აქვთ, კომპენსაციებს ითხოვენ. დამსაქმებელი კომპანია კი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს კომპენსაციები აღებული აქვთ. დარჩენილი ნაწილი კი თანხებს მას შემდეგ აიღებს, რაც გაჩერებული კოროხნალის მაღარო მუშაობას განაახლებს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები