რეკლამა

"მცირეწლოვანი შვილი ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს,"-სტიქიის ზონაში მარტოხელა დედას ეძებენ

"მცირეწლოვანი შვილი ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს,"-სტიქიის ზონაში მარტოხელა დედას ეძებენ

სტიქიის მეშვიდე დღეს,  კურორტ შოვში დაკარგული ადამიანების ძებნა გრძელდება. 

დაკარგულებს შორის ერთ-ერთი სოფო ბაკურაძე, სოფელ გლოლას მკვიდრია. ის შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. 

"სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია.  ოჯახი სასწაულის იმედადაა და  ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას.  განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი- ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს.

სოფო კეთილი, თბილი, სათნო, მშრომელი და ყოჩაღი გოგო იყო.  უყვარდა ყველა და გვიყვარდა ყველას. სოფო მარტოხელდა დედა იყო. ჰყავს 4 წლის გოგონა  ლუსი, რომელიც მოუთმენლად ელოდება დედას. ლუსიმ პირველ დღეს ახსენა,  დედა მოვა და კევს მომიტანსო. ჩვენ არც კევს მოვაკლებთ და არც სხვა რამეს, მაგრამ მშობელს ვერ შევუცვლით,"-ამბობს ოჯახის ახლობელი სოფო ბერუჩაშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები