რეკლამა

რაზე ესაუბრა ქუთაისის მერი საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს?

რაზე ესაუბრა ქუთაისის მერი საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს?

 ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და  საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.

ბანაკი ყოველწლიურად ქუთაისის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის ეწყობა.

"ბაკურიანში  შეკრებილი ბანაკის ხელმძღვანელები და მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საბანაკო  ცხოვრების  შესახებ ესაუბრნენ.

ქალაქის პირველმა პირებმა  ბავშვებს ის  პროგრამები გააცნეს, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარებისთვის ხორციელდება. 

საზაფხულო ბანაკი ქუთაისის  საჯარო სკოლების მე-8, მე-9  და მე-10  კლასელებისთვის 15- დან 29 აგვისტომდე, ორ ნაკადად ფუნქციონირებს და ქუთაისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის  მიერ არის ორგანიზებული,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები