რეკლამა

როგორ აღნიშნეს ხარაგაულში, სახალხო დღესასწაული "ხარაგაულობა 2023"

როგორ აღნიშნეს ხარაგაულში, სახალხო დღესასწაული "ხარაგაულობა 2023"

ხარაგაულში, სახალხო დღესასწაული "ხარაგაულობა 2023" აღინიშნა. 
ოფიციალურად გაიხსნა ხარაგაულის განახლებული კულტურისა და დასვენების პარკი. 

ახალი სივრცე  ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ვოლსკისთან და საჩხერე - ჭიათურა -ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

სახალხო დღესასწაული ხარაგაულში მრავალფეროვანი ღონისძიებით იყო წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა საშემოდგომო ნობათის დეგუსტაცია მოაწყვეს. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა გიგანტური მჭადი.

გაიმართა ხარაგაულისათვის დამახასიათებელი რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა,  წარმოდგენილი იქნა თეატრალური პერფომანსი ,,შემოდგომის აზნაურები“. 

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ძველი ხარაგაულის ფოტოები, ასევე ცნობილი მხატვრების მიერ ხარაგაულის სოფლებში შექმნილი ფერწერული ტილოები.

პარკში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა თეატრალიზებული წარმოდგენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები. ბავშვებისთვის მოწყობილი გახლდათ  საბავშვო გასართობი სივრცე.

გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ძალების შესრულებით. კონცერტში მონაწილეობდნენ: ხარაგაულის ხმები, ანსამბლი "საუნჯე“, ხარაგაულის კვარტეტი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ხარაგაულის სამუსიკო სკოლა, ქორეოგრაფიული ანსამბლები-"უბისი" და "მთიები". 


ტეგები:

Facebook - კომენტარები