გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები 15 მაისს, 17:00 სთ-დან ქუთაისის მერიასთან შეიკრიბებიან.
"გელოდებით ქუთაისის მერიასთან, რომელიც არის რუსული რეჟიმის ფილიალი.
როგორც იცით, სტუდენტური მოძრაობა აქტიურად შემოუერთდა პროტესტს.
მნიშვნელოვანია ჩვენს ახალ თაობას გვერდით დავუდგეთ.
პირდაპირი და ირიბი მუქარების, შეურაცხყოფების მიუხედავად ქუთაისის სტუდენტობა შეუერთდა საპროტესტო ტალღას, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ახლა დროა ეს გაბედული ადამიანები სისტემის პირისპირ მარტოები არ დავტოვოთ,"-ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.