რეკლამა

ხონის მერი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ხონის მერი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას "ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ" დაესწრო.

შეხვედრაზე მერმა  მუნიციპალიტეტის ევროპულ ქარტიაზე მიერთების მზადყოფნა დააფიქსირა, რითაც გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა გამოხატა.

ევროპული ქარტია, რომელიც ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ეროვნული კონფერენციის - ,,გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები” ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები