ზესტაფონში, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა:
3 სკოლის (კლდეეთის, საზანოს მე-2, პირველი სვირის), 6 საბავშვო ბაღის (ქალაქის მე-2, მე-2 სვირის მე-12, ცხრაწყაროს მე-19, კლდეეთის მე-20, დილიკაურის 31-ე, ჭალატყის 35-ე), 1 ბიბლიოთეკის (ქალაქის პირველი ბიბლიოთეკა) შენობების, მრავალსართულიანი კორპუსების (12 კორპუსი) და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (120 სახლი ნაწილობრივ და მთლიანად) სახურავები.
სტიქიამ 15 ლოკაციაზე წააქცია მრავალწლიანი ნარგავები, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის ბოძების, ხაზების და კომუნიკაციების დაზიანება, სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მეწყერული მოვლენები განვითარდა 8 ადმინისტრაციულ ერთეულში.
"მუდმივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკა. კომიისიის გადაწყვეტილებით, ცხელ წერტილებზე, მერიის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული მუშა ჯგუფები დილიდან გააგრძელებენ სტიქიით მიყენებული ზარალის აღრიცხვას,"-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.