რეკლამა

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.

 "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

"რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. 

პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წლის აპრილში დააანონსა. დღევანდელი მონაცემებით, კი დიალიზის სერვისი 50 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში, კი 3 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული.


ტეგები:

Facebook - კომენტარები