ნიკა ჯინჭარაძე, რომლის მეუღლეც დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სიცოცხლისთვის იბრძვის, მიმართ ავრცელებს. სოფი ხინგავა ხონელიძის კლინიკიდან ინტერვენციულ კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
"მოგმართავთ ყველას, ვინც სოფოს გულშემატკივრობთ და ლოცულობთ მისთვის. იმათაც, ვისაც ახალი ამბები აინტერესებს, რომ ახალი ჭორი გაავრცელოთ. თქვენც მოგმართავთ, ვისაც პირველი პირიდან მოსმენილ სიმართლეს, მეშვიდე პირიდან გაგონილი ჭორი გირჩევნიათ და გაგონილს ცოტას თქვენსას ამატებთ და ავრცელებთ.
გეტყვით, რომ ჩემი ცოლი ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერის ჩათვლით, ჯანმრთელი ჩავაბარე ხონელიძის კლინიკას. არამც თუ სისხლის დაავადებით ან ნამკურნალები.
ჩვენი შვილი თავიდან ბოლომდე არის ღმერთის საჩუქარი და ამას ასობით ჩვენი ახლობელი, მეგობარი და ნათესავიც დაადასტურებს.
ის, რომ სოფო "ავადმყოფი" იყო და მისთვის შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა, თურმე მეც თქვენთან ერთად გავიგე კომენტარებიდან.
რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს და მსგავსი არაფერი მსმენია მთელი 9 თვის განმავლობაში. პირიქით, ყველა ანალიზი და ყველა ეხო იყო იდეალური, როგორც ორსულს შეეფერება. გეგმიურის გარდა, ხშირად დავდიოდით ლერი მოსელიანთან და ლერი გვეხუმრებოდა კიდეც, თქვენ ამ ბავშვის გაცნობა დაბადებამდე გინდათო. ხონელიძეში აღებულ ანალიზებს ხშირად ვამოწმებდით MD-Lab-ში (მაქვს ყველა ანალიზის პასუხი).
ასე იმიტო ვიქცეოდით, რომ ეს ბავშვი ჩვენთვის იყო მთელი სამყარო და მთელი იმედები, ამიტომ ძალიან ვფრთხილობდით რამე პრობლემა რომ არ შექმნილიყო. ყველა ხონელიძის ექთანი გააფრთხილეს, რომ უნდა ეთქვათ სოფოს სისხლის დაავადება ჰქონდა და სოფოსთვის შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა, რომ ოჯახი გაფრთხილებული იყო ამაზე და ჩვენ დავაძლეთ ექიმს და სოფოს.
ისეთ ახლობლებს უთხრეს ექთნებმა ამის შესახებ, რომ
რავიცი, რომ ცოდნოდათ ვის ეუბნებიდნენ, სიტყვას არ დაასველებდნენ, მაგრამ რაც უფრო ბევრ ხალხთან ილაპარაკებდნენ ალბათ მით უფრო კარგ შედეგს დადებდნენ.
რაც შეეხება დავით ხინგავას, მე მაგ კაცს ჩემი ცოლ-შვილის სიცოცხლე ჩავაბარე 7 მაისს, დილის 9-ის ნახევარზე. როცა ასე ვფრთხილობდით ორსულობაზე, რათქმაუნდა "ვეტერინართან" არ წავიყვანდი. მეც ისეთივე კარგი შეფასებები მესმოდა დათოზე, როგორც თქვენ გესმით ქალების ჯგუფში დათოს და ფრიდონს რომ ადარებთ ერთმანეთს. მე პირადად არასდროს და არსად არ მითქვამს, რომ დათომ ფული მოითხოვა რამეში და რაც გადასახდელი იყო იმის ზევიდან რამეს თუნდაც ელემენტარულს მთხოვდა. თუ ვინმემ რამე აჩუქა მხოლოდ და მხოლოდ მისი კეთილი ნებით და იმის გამო, რომ სოფოსთვის არ შეიძლებოდა დედამისის ან ვინმეს თავმდგმურობა და მარტოც არ მინდოდა ყოფილიყო. ამისთვის დავითი დაგვპირდა, რომ 24 საათიან ექთანს მიუჩენდა და რადგან ჩემი ცოლიც არის გვარად ხინგავა, იტყოდა, რომ მისი ბიძაშვილია და ორმაგად მიაქცევდნენ ყურადღებას. ეს საუბარი იმიტომ დაგვჭირდა, რომ სოფოს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი დათოსგან სხვასთან გადასვლა, რადგან თვლიდა, რომ არასაკმარის ყურადღებას იჩენდა მის მიმართ და ყველა მისი კითხვის პასუხი იყო " უფ არაფერია იცის ორსულობამ" ( ასევე მაქვს ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებაც).
ეძებდა კლინიკას, სადაც შეიძლებოდა მასთან ერთად ვინმე დარჩენილიყო იმისთვის, რომ ძალიან ეშინოდა (ალბათ გული ცუდს უგრძნობდა). ნანახიც ჰქონდა ასეთი კლინიკა და ისე აღმოჩნდა, რომ ხონელიძის გარდა ყველგან შეიძლებოდა დარჩენა თავმდგმურის. დავითმა გადააფიქრებინა და რაც ზევით ავღნიშნე, ის ფაქტები გამოიყენა იმისთვის, რომ არ გადასულიყო სხვასთან.
გადავიდეთ უშუალოდ ოპერაციის დღეზე. 7 მაისი, 08:30 საათზე დაგვიბარეს გეგმიური საკეისრო კვეთისთვის. ჩემი ცოლი მისი ფეხით მივიყვანე ხონელიძის კლინიკაში, რომელიც ყველაზე კარგი მეგონა ქუთაისის მასშტაბით. შევედით მიმღებში, მოამზადეს როგორც ხდება ხოლმე და ჩვენ გარეთ გამოგვიშვეს. რამოდენი ხანში დავითიც მოვიდა და დაახლოებით 10:30 საათზე დაიბადა იოანე. რათქმაუნდა როგორც ნანატრ შვილს შეეფერება, ქვევით ყველაფერი ისე მოხდა. მეც ავედი ბავშვის სანახავად და როცა ჩამოვედი, სოფომ დამირეკა მესენჯერში და აღმოჩნდა, რომ ბავშვი ნანახი არ ყავდა და მე ვანახე ტელეფონით, ეს არის შენი შვილითქო (რატო არ ანახეს დედას მისი შვილი, ჩემთვის უცნობია).
ნუ მოკლედ გვგონია, რომ ყველაფერი რიგზეა და მშვიდად ვართ. ეს იმანაც დაადასტურა, რომ დავითმა ფანჯარაზე მოგვიკაკუნა და 👍 ასეთი ჟესტით გვაჩვენა რომ ყველაფერი კარგადაა. როცა ბავშვთან ავდიოდი, გზაში შემხვდა კიდევაც და მომილოცა ვაჟკაცი. საეჭვოც არაფერი იყო მანამ, სანამ დაახლოებით 15:00 საათზე სოფოს დედამ და დამ არ დაიწყეს გაუჩერებელი რეკვა სოფოსთან (რადგან აღარ იყო კონტაქტზე უკვე რამოდენიმე საათი). რამოდენიმე ათეული დარეკვის შემდეგ აიღო სოფომ და უთხრა, რომ თავი დაენებებინათ, ცუდად არის და არ აქვს ლაპარაკის თავი, რამოდენიმეჯერ აღებია კიდეც. დედამისმა უთხრა, მერე უთხარი ან ექიმი იქნება ან ექთანიო, მაგრამ უპასუხა რომ არავინაა და მარტოა იქ, არც დაყვირების თავი ქონდა.
ამ საუბრის შემდეგ 2 წუთში ისევ სოფო ურეკავს დედამისს და ეუბნება: დათოს უნდა შენთან და ნიკასთან ლაპარაკიო. დედამისი სახლში იყო წასული მაგ დროს და მე იქ ვიყავი, რადგან ველოდებოდი სოფო როდის დამირეკავდა, რომ მისი პირადი ნივთები, ბავშვის ნივთები და რაღაცეები რომ (მეკისრებინა) ექთნებისთვის და შემეგზავნა.
დამირეკა ჩემმა სიდედრმა და მითხრა: ასეა საქმე და გზაში ვართო. მალევე მოვიდნენ ალბათ 2-3 წუთში შევედით და დათო უკვე აღარ იყო, სოფო წაუყვანია საოპერაციოდ ისე, რომ ჩვენგან არც ნებართვა აუღია და არც საქმის კურსში გვამყოფა გართულების შესახებ. ჩვენ როცა გარეთ ავღნიშნავდით ბავშვის დაბადებას, თურმე ამ დროს კლინიკის მენეჯერი სისხლს ეზიდებოდა სისხლის ბანკიდან და მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. (სხვათაშორის ამის დამადასტურებელიც მაქვს).
16:00 საათზე დაიწყო ხინგავამ ოპერაცია და დაახლოებით 18:00-ზე მოვიდნენ ჩაცმული და გამზადებული საოპერაციოდ ალფაიძეები (ქირურგები) როცა დავინახე მივხვდი უეჭველი სოფოსთან მიდიოდნენ იმიტომ, რომ ეს ხალხი მხოლოდ გართულებულ ოპერაციებზე დადიან და მაგ დროისთვის ერთი გოგო მშობიარობას ელოდებოდა და სოფო ოპერაციაზე იყო. სხვა არაფერი ხდებოდა მაგ დროს იქ და ალფაიძეებს სამშობიაროთ არავინ გამოიძახებდა. რათქმაუნდა ესეც დაგვიმალეს, რომ სოფოსთან მივიდა ეს ხალხი.
რამოდენიმე ხანში, როცა ჩამოვიდნენ, ჩემი სიდედრი გადაუდგა წინ და მოთხოვა ინფორმაცია, რადგან ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით ან რა გართულება იყო ან საერთოდ რა ხდებოდა ზემოთ. ამ ქირურგებსაც მეტი გზა რომ აღარ ჰქონდათ, გვითხრეს, რომ ბევრი სისხლი დაკარგა და რა იქნება არ ვიცითო, დანარჩენს ექიმი ჩამოვა და გეტყვითო და წავიდნენ.
დაახლოებით 20:00-ზე
ჩამოვიდა დათო და გვითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა 40 წუთში გავაღვიძებ და აგიყვანთ დაგალაპრაკებთო. დავიცადეთ, სხვა რა გზა იყო. გავიდა 40 წუთიც და 1 საათიც. დათო ისევ არ ჩანს და უკვე როცა დავიწყეთ ქვევით რაღაცეების მტვრევა და ჩოჩქოლი, დათოც ჩამოვიდა ანესთეზიოლოგთან ერთად. გვეუბნება, რომ რაღაც გართულებაა მოდი გამოვიძახოთ კატასტროფის მანქანა და გადავიყვანოთ სადმეო. ჩვენ გირჩევთ ინტერვეციულს წყალტუბოს გადასახვევთანო, ეს ლაპარაკია და მოვიდა სასწრაფო (კიარ მოვიდა, მთელი ქუჩა მოქონდა), იცოდა რა პრობლემაც იყო და უკვე გამოძახებული იყო, სანამ ამას შემოგვთავაზებდა. მეტ დეტალებში არ ჩავალ.
მოკლედ, ჩამოიყვანეს სოფო რამოდენიმე წუთში საკაცით და რაც დავინახე, თვალებიდან არ ამომდის. სრულიად თეთრი და გაყინული იყო. არც მეგონა თუ ცოცხალი იყო. გავყევი სასწრაფოს, რომელმაც იფრინა იქიდან. როცა მივედით, მძღოლიც კი ტიროდა: რა ვქნა, მეტი მალე ვერ მოვედიო, თუმცა 1ან 2 წუთიც არ დაგვიანებია ხონელიძიდან წყალტუბოს გადასახვევამდე. აიყვანეს სოფო და რამოდენიმე ხანში დაგვიძახეს და გვითხრეს, 1% ვერ მოგცემთ გადარჩენის იმედსო, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგაო. დაიწყეს სისხლის გადასხმები და ყველაფერი რაც საჭირო იყო. მეორე დღეს ისევ დამიძახა თედო ექიმმა და მითხრა: კონსილიუმია და თუ გადაწყდა ოპერაციის გაკეთება, უნდა გაკეთდესო რადგან სისხლს არ იღებს ორგანიზმი, რასაც ვუსხმათ ყველას კარგავსო და უკვე ნაკერებიდან გადმოვიდა სისხლიო. მალევე ისევ დამიძახა და მითხრა: გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად გასაკეთებელია და ხელი უნდა მოგვიწეროო. სხვა რა გზა იყო, მოვაწერე ხელი და დაიწყო ოპერაცია. 3 ლიტრი სისხლი ამოიღეს მუცლიდან, შეეხენ ყველაფერს, რაც ხონელიძეში გააკეთეს და ყველაფერი გადააკეთეს. აღმოჩნდა, რომ მთავარი არტერიები იყო გადაკეტილი იმიტომ, რომ ალბათ ერთადერთი მიზეზია ხონელიძის საოპერაციოში არ მომკვდარიყო და როგორმე აქამდე მოეყვანათ.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მის მერე 1 გრამი სისხლი არ დაკარგულა (თურმე შესაძლებელი ყოფილა შეჩერება თუ პროფესიონალი იქნებოდა ექიმი). ამის შემდეგ სოფოს ორგანიზმმა 6 ლიტრი სისხლი მიიღო რაც ძალიან იშვიათი ამბავია.
ნელნელა ფერიც მიიღო ჩემმა ცოლმა და გათბა კიდევაც. მერე გადაიღეს CT და აღმოჩნდა ის, რაზეც ეფიქრებოდათ ექიმებს. თავის ტვინი გარკვეული დროის განმავლობაში დარჩა უჟანგბადოთ (უსისხლოდ) რამაც გამოიწვია თავის ტვინის ძლიერი დაზიანება. (შუბლი, კეფა, ნათხემი და ქერქი). რამოდენიმე დდეში სისხლმაც გაჟონა ტვინში და დაჭირდა თავის მოხდა. ძვალი დატოვეს ამოღებული რადგან საშიშროება იყო შეშუპების. ასეც მოხდა და შეშუპდა ტვინი. მარტო ტვინი არა მთელი სხეული გასივდა და ნელნელა უკვე აღარ შემეძლო ასვლა და ნახვა ისეთ მდგომარეობაში იყო ჩემი ცოლი. გზადაგზა 1000 პრობლემის მოლოდინში ვიყავით და ამაზე აღარ დავკონკრეტდები.
რეამინაციის ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად და 26 დღიანი კომის შემდეგ, შეძლეს და გააღვიძეს სოფო (თუმცა მანამდე 3 მცდელობა უშედეგო იყო და მოუწიათ ისევ ღრმა ძილში გაშვება.) დღეს სოფოს თვალები აქვს გახელილი მაგრამ იმის იქით რა ხდება უცნობია. არ არის კონტაქტური და ჯერჯერობით ვერ გვაძლევსნ ვერანაირ იმედს როგორი ცნობიერებით დარჩება ან რა დონის ინვალიდი იქნება. თუმცა ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის მიდის ბრძოლა. მთელი ამ დროის განმავლობაში დავითიც და მთელი ხონელიძის სტაფიც ცდილობს ათასი ჭორი გაავრცელოს და ჩემი ჯანმრთელი ცოლი გამოიყვანოს ავადმყოფი. ამას აღარ აგიხსნით და ბევრ ჯგუფებში გექნებათ ნანახი რაებს წერს ხალხი.
ახლა მე მაქვს კითხვა იმ "მოტლიკინე" საზოგადოებასთან, რომელიც გონზე არ არის რას წერს და რას ამბობს.
თქვენი მოკლე ჭკუით 10:30 გაკეთებული საკეისრო კვეთიდან 16:00მდე სად იყო დავით ხინგავა და ის ექთანი რომელიც 24 საათი უნდა ყოფილიყო ჩემს ცოლთან?
ალბათ იტყვით აკვირდებოდაო როგორც დავითმა თქვა. თუმცა ატომურ სისხლდენას დიდი დაკვირვება არ ჭირდება როცა სისხლი ფანტანივით ასხამს და შენ არ გაქვს არც მსგავსი გამოცდილება არც შესაბამისი რეანიმაცია ყველაზე მარტივი გამოსავალია დროულად გადაიყვანო იქ, სადაც უკეთესად მიხედავენ.
მაგრამ პრესტიჟის ამბავი იყო. როგორ შეიძლებოდა ხონელიძის კლინიკიდან ერთი მარტივი საკეისროს გამო გადაეყვანათ ჩემი ცოლი და გადაერჩინათ ზედმეტი სისხლის დაკარგვისგან და მით უფრო ტვინის დაზიანებისგან. თუ გაამართლებდა მეორე ოპერაცია ხო ძაან მაგარი სათქმელი ექნებოდა ხონელიძეს ასეთი პაციენტი გადავარჩინეო, მაგრამ არ გაამართლა. უფრო მეტიც აქეთ დაიწყეს ჭორების აგორება.
10-დან 10 ექიმი დაადასტურებს თავის დროზე რომ გადაეყვანა დღეს ჩემი ცოლი სახლში იქნებოდა და ერთად გავზრდიდით შვილს...
წესით ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ამხელა პოსტის წერა არ უნდა ჭირდებოდეს და მითუმეტეს სიმართლის მტკიცება შეუგნებელი ხალხისთვის, მაგრამ უკვე ძალიან ზედმეტს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ. ღმერთის მაინც უნდა გეშინოდეთ სხვა თუ არაფერი. სხვის გასაჭირზე მარტივი სალაპარაკოა, მაგრამ აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ სოფოს ადგილას თქვენი საყვარელი ადამიანი...,"-წერს ნიკა ჯინჭარაძე.