რეკლამა

რაჭაში მევენახეები ერთ კილოგრამ ყურძენს 8 ლარად ყიდიან

რაჭაში მევენახეები ერთ კილოგრამ ყურძენს 8 ლარად ყიდიან

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. 

29 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 1330 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი  2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანიაა ჩართული.

დღეს დილიდან, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან- გოჩა ენუქიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან ერთად ხვანჭკარის მარანში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნენ ყურძნის მიღების პროცესს, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ რთველის საკოორდინაციო შტაბშიც დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების, მოსავლის სრულად, დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის  4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები