TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერში, მწვანე თეატრში, ქართული სიმღერის საღამო გაიმართება
ცაგერში, მწვანე თეატრში, ქართული სიმღერის საღამო გაიმართება
9 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცაგერის- მწვანე თეატრზე ქართული სიმღერის საღამო გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მაია ჯაბუა, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია და კონცერტმეისტერი- მარიკა ოსიტაშვილი.
უამინდობის შემთხვევაში ღონისძიება ჩატარდება ცაგერის კულტურის ცენტრში. დასწრება თავისუფალია.





