რეკლამა

სამტრედიაში ფუნქციონირებას ახალი საწარმო იწყებს

სამტრედიაში ფუნქციონირებას ახალი საწარმო იწყებს


სამტრედიაში ფუნქციონირებას საწარმო
"გოლდ პარკი" იწყებს, რომელიც შესაფუთ მასალებს აწარმოებს. 

სამტრედიის მერის, დავით ბახტაძის თქმით, პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტში საინვესტიციო ზონების მოსაწესრიგებელი პროექტები, რომელიც დაინტერესებას გამოიწვევს და ხელსაყრელი იქნება ინვესტორებისათვის. 

"სამტრედიის მუნიციპალიტეტი, რომელიც საკვანძო დანიშნულებით არის გამორჩეული. ძალიან მოსახერხებლია ნედლეულის შემოსატანად, პროდუქციის საწარმოებლად, მინიმუმადე შეიძლება დაიყვანოს ბიზნესმა სატრანსპორტო დანახარჯები. ბიზნესისთვის სამტრედია მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს წარმოადგენს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკვანძო მდებარეობამ განაპირობა, რომ 80–იან წლებში მრავლად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა დანიშნულების საწარმო, მათ შორის ბაძგნარის დასახლებაში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. აქ  გზის რეაბილიტაცია განაპირობებს, რომ ყოფილ სამრეწველო ზონაში მიტოვებულ ადგილს, რეაბილიტაციის შემდეგ, ინვესტორები კიდევ მეტად დაინტერესდებიან და მუნიციპალიტეტის სამრეწველო პოტენციალი გაუმჯობესდება დასაქმების მხრივ.

ნედლეური შემოაქვთ უცხოეთიდან დამარჩენი წარმოება ადგილზე ხდება. აღნიშნულმა პროექტებმა, ერთგვარი სტიმული და ბიძგი
მისცა ბიზნეს,"-აცხადებენ სამტრედიის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები