რეკლამა

ხონში მოცვის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია

ხონში მოცვის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია

ხონში მოცვის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სოფელ გოჩა-ჯიხაიშში შპს "აგრო ველისა" და შპს "ბრუბელ ველის" მოცვის პლანტაციებს ესტუმრა, სეზონურ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.

35 ჰექტრამდე გაშენებულ მოცვის ბაღებში ამ ეტაპზე ათეულობით მოქალაქეა დასაქმებული.

"გოჩა-ჯიხაიშის მოცვის პლანტაციები ერთ - ერთი საუკეთესოა საქართველოში და ამ წარმატებულ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს სახელმწიფოს.  მესაკუთრემ ისარგებლა "დანერგე მომავალის", "შეღავათიანი აგრო კრედიტისა" და ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამებით.

კომპანიებში ჯამურად, 120 ტონამდე მოსავალს ელოდებიან, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გერმანიაში იგზავნება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები