ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ა(ა)იპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების " მმართველი კობა ფხაკაძე სულიკო თორთლაძის სახ. მე-11 სპორტული სკოლის საკალათბურთო კლუბის წევრებს შეხვდნენ.
2009 წელს დაბადებულთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში ( EYBL) წარმატებით იასპარეზა და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ქალაქის მერმა მიღწეული წარმატებები მიულოცა ახალგაზრდებს და ჯილდოები გადასცა.
"ქუთაისს დიდი საკალათბურთო ტრადიციები აქვს და მოხარული ვარ, რომ ახალი თაობაც ღირსეულად აგრძელებს ამ ტრადიციებს.
დღეს შევხვდი ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებმაც ქუთაისური კალათბურთის ისტორიაში პირველად შეძლეს და ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის სუპერფინალის საგზური მოიპოვეს.
ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.