რეკლამა

ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია! 

ქუათაისელმა გოგონებმა ფინალურ შეხვედრაში ბათუმის გუნდი ანგარიშით, 2:1 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ  ქეთევან ლებანიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე ყველა შეხვედრა მოიგო. 

"ქუთაისის" გუნდის წევრი ტასო დვალიშვილი -  საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა. 

ტურნირი 2007 - 2008 წწ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა  და მასში საქართველოს, სომხეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 21 გუნდი ასპარეზობდა (400-მდე ფრენბურთელი).

ჯგუფური ეტაპი 

ქუთაისი- აზერბაიჯანი 2:0
ქუთაისი-ბათუმი2 2:0 
ქუთაისი-გორი 2:0
ქუთაისი-ლატვია 2:0
ქუთაისი-ქობულეთი 2:0 
 
ნახევარფინალი                          

  ქუთაისი-სომხეთი 2:0

 ფინალი
ქუთაისი - ბათუმი 2:1


ტეგები:

Facebook - კომენტარები