ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირზე კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს, სსიპ გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრის, ხარაგაულის მუნიციპალური განყოფილების უფროსი, კაპიტანი შოთა აბესაძე წარუდგინა. სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს ამ დრომდე გრიგოლ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც აღრიცხვის, გაწვევისა და რეკურტირების ხარაგაულის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას. ხარაგაულის მერმა ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის სრული მზაობა და მხარდაჭერა გამოხატა.
ხარაგაულის მერია სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შესაბამისი სამშენებლო მასალებს გადასცემს. თათბირზე მერმა მოქალაქეებთან კოორდინირებული ურთიერთობისკენ მოუწოდა მერის წარმომადგენლებს და მათ სოფლებში სამშენებლო მასალების დროული და ორგანიზებული მიწოდება მოსთხოვა.
კობა ლურსმანაშვილმა თათბირის მიმდინარეობისას ახალი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ გააკეთა განცხადება და წარმომადგენლებს კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ახალი თანაშემწეები- სერგო გიგაშვილი და კობა წასიძე წარუდგინა. მერმა ახალ კადრებს წარმატებები და ეფექტური გუნდური მუშაობა უსურვა.
თათბირზე ზრდასრულთა განათლების ცენტრში არსებული უფასო კურსების შესახებ მერის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ამავე ცენტრის წარმომადგენელმა, მანანა ტაბაშიძემ, რომელმაც ინფორმაციის სოფლებში გავრცელება და ახალი პროფესიების შესწავლით დაინტერესებული პირების გამოვლენა და მათთან დაკავშირება ითხოვა.
კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა პროფესიული სასწავლებლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უფასო სწავლება, რომელსაც გერმანული მხარის მხარდაჭერით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა პროფესიული დახელოვნებისთვის სთავაზობს ხარაგაულელებს ძალიან კარგი შესაძლებლობაა და მოქალაქეების მხრიდან სწორი გამოყენება სჭირდება.
თათბირს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე და მერის მრჩევლები- იუზა კელენჯერიძე და ნიკოლოზ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.